ინდივიდუალურმა მეწარმემ „გოჩა ლაბატყავამ“ სახელმწიფო პროგრამის - შეღავათიანი
აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, მიღებული
40.000 დოლარით, ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული
სასათბურე მეურნეობა გააფართოვა.
აღნიშნული სასათბურე მეურნეობა, 2003 წელს არის დაფუძნებული და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თერმული წყლების ბაზაზე ფუნქციონირებს. სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 8 პირი. მეურნეობა წლიურად 20 ტონა პამიდორსა და 5-6 ტონა კიტრს აწარმოებეს.