ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, დამეწყრილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაო დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში აშენდება ხიდ-ბოგირი, მოეწყობა დამცავი კედელი და შეკეთდება გზა.
სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 27031.44 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურულ პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ ახორციელებს.