ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში, ნაპირსამაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 31967 ლარს შეადგენს.
სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ ახორციელებს.