ბონდის ხიდი ორ სოფელს: გაღმა ქარიატას და გამოღმა ქარიატას აკავშირებს ერთმანეთთან.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 219 ათას ლარს შეადგენს.
ბონდის ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ძირითადი ნაწილი შესრულებულია და სამუშაო უახლოეს დღეებში დასრულდება. მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.