ხობის მუნუიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. გამგებლის განცხადებით უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება ორი ნაგავმზიდი ავტომანქანის და ასი ერთეული ურნის შესაძენად. შეძენილი ურნები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილდება.
შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დირექტორმა გიორგი თათარიშვილმა იურიდიული პირის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ანტონ ვარდიამ თათბირის მონაწილეებს გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის აუდიტორული დასკვნა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეკომენდაციები გააცნო. გამგებელმა შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა და აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა.