ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებელი გოჩა ქაჯაია, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს შეხვდა, დაგეგმილ
და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა და მათთან ერთად სოფელ ოხვამეკარში
რეაბილიტირებული შიდა სასოფლო გზა დაათვალიერა. გამგებელი სოფლის მოსახლეობას, აღნიშნული
გზის მოწესრიგებას 2014 წელს დაჰპირდა.
გამგებლის განცხადებით
ხობის მუნიციპალიტეტში, 2016 წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც მოსახლეობის ინტერესების
გათვალისწინებით შერჩეული არაერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდება.
სოფელ ოხვამეკარში გზაზე დაიგო ბეტონის საფარი, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები და მოეწყო რკინის ცხაურები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 152166 ლარი შეადგინა.