ახალსოფელში სასათბურე მეურნეობა მოეწყო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ხორგის სათბურები“ ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის) მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ ფარგლებში მოპოვებული გრანტით, ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სასათბურე მეურნეობა მოაწყო. კერძოდ, საგრანტო პროექტში მოპოვებული თანხითა და კოოპერატივის თანადაფინანსებით ( გრანტი - 67 600 ლარი; თანადაფინანსება 20000 ლარი) გაკეთდა სასათბურე მეურნეობა ბოსტნეული კულტურების მოსაყვანად, დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი და თერმული გათბობის სისტემები.
სასოფლო-სამეურნეო პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მონაწილეობით განხორციელდა.