ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ, მრავალშვილიან 10 ოჯახს, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, შემოწირულობის სახით მიღებული საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.
საქველმოქმედო აქცია „დავეხმაროთ ერთმანეთს“, სამეგრელო-ზემო სვანეთის დამოუკიდებელი საინფორმაციო პორტალ - „თავისუფალი პრესის“ ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.
საქველმოქმედო აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.