2016 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული საჯარო კონკურსების ფარგლებში შემოსული განცხადებების შესახებ.
კონკურსებში მონაწილეობის მიღების მიზნით შემოსულია 19 პირის 23 განაცხადი, მათ შორის: გამგეობაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე - 14, საკრებულოს აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე - 9.
შემოსული განცხადებებიდან დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს 13 კანდიდატის 16 განაცხადი, რომელთაც კონკურსების პირველი ეტაპი გადალახეს.
კანდიდატებს, რომელთაც ვერ გადალახეს კონკურსების პირველი ეტაპი, 23 დეკემბრის 18:00 საათამდე მიეცათ შესაძლებლობა, მიმართონ საპრეტენზიო კომისიას.
საჯარო კონკურსების მეორე ეტაპი - გასაუბრება გაიმართება 2016 წლის 27 დეკემბერს.
დაინტერესებულ პირს, საჯარო კონკურსების პირველი ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეუძლა იხილოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდების საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართებზე:
გამგეობა: http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=2538&slave=2537&lang=
საკრებულო: http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2016-tseli/dekemberi/shedegebi/i-etapi#.WFrJO7lQHD4