23 დეკემბერს, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენი მკითხველი“ გაიმართა. კონკურსში ხობის მუნიციპალიტეტის რვა სკოლის გუნდი მონაწილეობდა. მოსწავლეებმა 20-20 შეკითხვას უპასუხეს.
ინტელექტუალური კონკურსის მუნიციპალური ტურის გამარჯვებული ქ.ხობის #2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. გამარჯვებული გუნდი, 20 იანავარს, ზუგდიდში დაგეგმილ რეგიონალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.
კონკურს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.