2016 წლის 24-25 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, აჭარის მკლავჭიდის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდის ჯგუფის მოსწავლეებმა(მწვრთნელ-მასწავლებელი კ.თუთბერიძე).წლის ბოლო ტურნირზე ერთმანეთს შეეჯიბრნენ ქვეყნის საუკეთესო მკლავჭიდელები, 65 კგ წონით კატეგორიაში თავი ისახელა ხობელმა გიგია კოდუამ (მარცხენა მკლავით),რომელმაც დაამარცხა ევროპისა და მსოფლიოს გამარჯვებული და ჩემპიონობა
დაიმსახურა. ხოლო მარჯვენა მკლავით - მეორე ადგილის მფლობელი გახდა. 60 კგ წონით კატეგორიაში წარმატებულად ისაპარეზეა ბუბა თირქიამ, რომელსაც მესამე საპრიზო ადგილი ერგო. ხოლო ნიკა ბუკია და დათო ჟიშკარიანი მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს, ხოლო ჩემპიონს ასევე გადაეცა ფულადი ჯილდო.