საახალწლო ზეიმი საბავშვო ბაღებში

27 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში, მათ შორის ქ. ხობის NN2, გურიფულისა და პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა. საზეიმოდ მორთულმა ნაძვის ხემ, თოვლის პაპამ და პატარების კონცერტმა ბავშვობის წლები გაახსენა და გაამხიარულა დამსწრე საზოგადოება. 
    ზეიმზე აღსაზრდელებმა შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და წაიკითხეს საახალწლო ლექსები. ღონისძიებებს   ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  რომლებმაც პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ზეიმის შემდეგ პატარებმა  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობისგან საახალწლო ტკბილეულის ნობათი მიიღეს.