2016 წლის 23-25 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცნობილი მოჭიდავისა და მწვრთნელის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის ნოდარ ჭანუყვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობა მოოღო 156 სპორტსმენმა, მათ შორის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა(მწვრთნელ-მასწავლებლები მ.ყორშია. ს.გვასალია ბ.ბუკია).
29 კილოგრამ წონით კატეგორიაში - მალხაზ კვარაცხელიამ, ხოლო 32 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ლუკა ხელაიამ II საპრიზო ადგილი დაიმსახურეს. 32 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილის მფლობელიც ხობელი მევლუდ გოგოილავა გახდა.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებული ნორჩი სპორტსმენები მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.