26 დეკემბერს ქ. ხობის სამუსიკო სკოლაში საახალწლო ზეიმი ჩატარდა. სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები და საახალწლო სიმღერები შეასრულეს, წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ხობის სამუსიკო სკოლა ის ნათელი წერტილია, სადაც მაღალ მუსიკალურ გემოვნებას უყალიბებენ ბავშვებს. ზეიმის დასასრულს პატარებს საჩუქრები დაურიგდათ.