ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელმა სააღმზრდელო გაერთიანებამ“ ახალი ავეჯი, ჭურჭელი და ფარდები შეიძინა. ახალი მაგიდები, სკამები, კარადები და საწოლები გაერთიანების 29 ბაღში გადანაწილდება. ავეჯისთვის სულ 30 999 ლარი დაიხარჯა. შესყიდული ჭურჭლის (ლამბაქები, ფინჯანები, თეფშები, ჩაიდანი) საერთო ღირებულება
3 711 ლარს შეადგენს, ხოლო ფარდების ღირებულებაა 1440 ლარია.
ამ დროისთვის ხობის მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომლებიც 1092 აღსაზრდელს ემსახურება.