12 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე რიონი ნაპირიდან გადმოვიდა და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში 30-მდე საცხოვრებელი სახლის ეზო დატბორა. ადგილობრივ ხელისუფლებაში დილიდანვე შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც გაწმენდით პროცესს ადგილზე აკვირდებიან. ჭალადიდი-ფოთის მონაკვეთზე არსებულ მთავარ წყალგამყოფ ნაგებობაზე ხუთი ფარი უკვე გახსნილია, მნიშვნელოვანი ზარალი არ არის და წყლის დონე ამ დროისთვის უკვე დაკლებულია. დატბორილი ტერიტორია ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.