2016 წლის 10 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარე ცენტრალური სტადიონისთვის პაატა თათარიშვილის სახელის მინიჭების მიზნით, გეოგრაფიული ობიექტის გამონაკლისის წესით სახელდების საჯარო განხილვისთვის.
დაინტერესებულ პირებს, წერილობითი მოსაზრება შეუძლიათ წარმოადგინონ 2016 წლის 29 ნოემბრამდე, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში, მისამართზე: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა №189, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული (პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირი მალხაზ იოსავა, ტელეფონი: 599889434)