ხობელების წარმატებული ასპარეზობა თერჯოლაში


2016 წლის 25-26-27 ნოემბერს, ქალაქ თერჯოლაში, თერჯოლის სპორტის სასახლეში გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელების ლევან ქავთარაძისა და შაქრო ბერძენიშვილის სახელობის მეოთხე რესპუბლიკური ტურნირი, სადაც წარმატებულად იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა(მწვრთნელ მასწავლებლები: ა.ხუნჯუა, ს.გვასალია, ბ.ბუკია)
დავით გვასალიამ 35 კგ წონით კატეგორია -I ადგილი
მიხეილ ალექსანდრიამ 35კგ წონითი კატეგორია- II ადგილი
გოგა გაბისონიამ 47კგ წონითი კატეგორია -II ადგილი
მალხაზ კვარაცხელიამ 29 კგ წონითი კატეგორია -III ადგილი
მაცი ზარანდიამ 29 კგ წონითი კატეგორია -III ადგილი
ლუკა ფარცვანიამ 32 კგ წონითი კატეგორია -III ადგილი
შეჯიბრის ორგანიზატორებმა გამარჯვებული მოჭიდავეები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.
ტურნირი მიზად ისახავდა მოზარდებში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პოპულარიზაციასა და ნორჩი სპორტსმენების წარმოჩენას.