უბედური შემთხვევა ხობში - ორ მუშას ბოძი დაეცა ხო



ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალადიდში სარკინიგზო ლიანდაგის  რეაბილიტაციისას ორ მუშას ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა. ინციდენტი დღეს მოხდა.
ორივე მათგანი მრავლობითი მოტეხილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ  გადაყვანილ იქნა  ქ. ფოთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 
არსებული ინფორმაციით, მათი  ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.