ბერძნულ-რომაული ჭიდაობა


2016 წლის 16-18 ნოემბერს ქალაქ ქუთაისშიზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონის თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 1999-2001 და 2002-2004 წლებს დაბადებულთა შორის. შეჯიბრში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის ნაკრები ბუნდები. მათ შორის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის ნორჩი მოჭიდავეები(მწვრთნელ-მასწავლებელი:ს.გვასალია, ბ.ბუკია,ა.ხუნჯუა ზ.ჭითაშვილი).
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: დავით გვასალია (35 კგ წონით კატეგორია) და კოტე სიჭინავა (60 კგ წონითი კათეგორია).ხოლო სხვადასხვა წონით კატეგორიებში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ მიშიკო ალექსანდრია,გოგა გაბისონია, გოგა პერტახია,ირაკლი ნაკაშია და კორნელ კონჯარია, მალხაზ წოწერია და ლუკა გულუა.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვეს სიგელებით,მედლებითა და თასებით.