19 ნოემბერს, ქალაქ ხობში, სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ბილიარდში, მიხეილ იოსავას სახელობის გარდამავალ თასზე. ტირნირი ბილიარდის ორ სახეობაში - ,,პული" და ,,თავისუფალი პირამიდა“ ტარდება და მასში 40
მობილიარდე იღებს მონაწილეობას.
სპორტული
ღონისძიების გახსნის ცერემონიას, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ედიშერ ჯობავა, საბილიარდე კლუბ „მიხეილის“ პრეზიდენტი შოთა სირაძე და ა(ა)იპ
„ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ დირექტორი ხათუნა ხორავა ესწრებოდნენ.
სპორტული
ღონისძიების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია, 23 ნოემბერს. მიხეილ
იოსავას დაბადების დღეს გაიმართება.
ტურნირი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.