3 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ხობის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისათვის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.
შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის N 01-57/წ ბრძანების („პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარის და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ“) შესრულებაზე.
ტრენინგს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ და ჯანდაცვის პირველადი რგოლების სამედიცინო პერსონალი ესწრებოდა.