ხობის
მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში,
სოციალურად დაუცველ 21 ოჯახს, (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში,
რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათას და რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაშია) სახლების შესაკეთებლად 37500 ლარის დახმარება გაეწიათ.
პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მოქალაქემ,
პროგრამის ფარგლებში სახლის შესაკეთებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული 1000 ლარიანი
დახმარებით, სახლის შეკეთება შესძლო.
„სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის
მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისია“ მოქალაქეების წერილობითი მომართვის
საფუძველზე, ადგილზე ეცნობა მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და კომისიის სხდომაზე,
საკითხის დეტალური შესწავლის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას.