ლერი ბასილაიას საქართველოს ეროვნული მწვრთნელის წოდება მიენიჭა

ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბილიარდის ჯგუფის მწვრთნელ-მასწავლებელს ლერი ბასილაიას, საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მიენიჭა საქართველოს ეროვნული მწვრთნელის წოდება.