ხობის მუნიციპალიტეტში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ ქ. ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაათვალიერეს. ძლიერმა ქარმა, საცხოვრებელი კორპუსის სახურავის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა.
ადმინისტრაციული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციით: ჭალადიდში დაზიანებულია ორი საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა; ახალსოფლის საჯარო სკოლა; პატარა ფოთში ორი საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები;თორსა-დღვაბაში ერთი საცხოვრებელი სახლი; ქ. ხობში სამი სახლი და ორი საცხოვრებელი კორპუსი.
ს.ს "სოკარ ჯორჯია გაზის" ხობის მომსახურების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქ. ხობის 81 აბონენტს, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.