პოლონეთის ქალაქ რუმიაში, მკლავჭიდში მსოფლიო თასის მფლობელმა ვილენ გაბრავამ 63 კგ. წონიანებში პირველი ადგილი აიღო.
"შეჯიბრი პოლონეთში ტარდებოდა 18-19 ნოემბერს. მარცხენებში, 63კგ. წონაში პირველი ადგილი ავიღე. ფინალში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი დავამარცხე,"-აცხადებს გაბრავა.
შეგახსენებთ, რომ ვილენი გაბრავა 2015 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა და 2016 წელს მალაიზიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.