საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ჩართულობით, „მცირე და მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამხანაგობა „მაგნიკო“-მ მარწყვის სასათბურე მეურნეობა მოაწყო. ამხანაგობამ, რომელშიც გაერთიანებულია ორი მეწარმე, პროექტიდან 10000 ლარის თანადაფინანსება მიიღო. მიღებული თანხით გადაიხურა სასათბურე კონსტრუქცია, შეძენილ იქნა მარწყვის ნერგები, დამონტაჟდა ვენტილაციის, გათბობის და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემები. სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს, საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით.