14 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო
ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. დაწესებულება
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის პირველმა
მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და მოადგილემ მახარე
ჩოკორაიამ გახსნეს. აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე ცეკვებითა და სიმღერებით
წარსდგნენ. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გამგეობისა და საკრებულოს
სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო
ღირებულებამ 150 000 ლარი შეადგინა. საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ხვალიდან დაიწყება.
2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს.