ქალაქ ხობში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებით, სტალინის ქუჩა N6-ში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა შიდა და გარე კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის სისტემები; გამოიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი; შეილესება და შეიღებება კედლები, მოეწყობა პანდუსი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 42074 ლარია და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე „კახა ჩიქოვანი“ ახორციელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, გარემონტებულ შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა განთავსდება.