16 ნოემბერს, ქალაქ მარტვილში, “მოყვარულთა თასი 2016“-ის მორიგი მატჩი გაიმართა. სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთის“ (ქ. ხობის და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულები) და ჩხოროწყუს მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა, ხობელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. ამ გამარჯვებით, ხობელმა ფეხბურთელებმა მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. მომდევნო შეხვედრა, 25 ნოემბერს, ქ. თბილისში გაიმართება..
სპორტული ღონისძიება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.