25 ნოემბერს, ქალაქ ხობში, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის „სოხუმის“
ორგანიზებით, საერთაშორისო კამპანიის - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“
ფარგლებში აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა
მოქალაქებს ქალთა უფლებების შესახებ გამოცემული ფლაერები და ბუკლეტები დაურიგეს.
25 ნოემბერს ცივილიზებული მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამავე დღეს იწყება 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას.