ხობის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ახალი ნაგებობა აღმოაჩინეს. სპეციალისტების ვარაუდით, ნაგებობა ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზებით მე-13 საუკუნეში განადგურდა. ექსპედიციის წევრების აზრით, საკმაოდ დიდი ზომის ნაგებობა შესაძლოა არსებული ტაძრის სატრაპეზო ან ცალკე მდგომი სასახლე იყოს.
„როგორც ვიცით ეს ტაძარი მეცამეტე საუკუნის ბოლოსაა აშენებული. სადღაც მეცანმეტე საუკუნის შუახანებში როგორც არექოლოგიური მასალა და აქ აღმოჩენილი ნივთები მიუთითებს, აქ მოხდა დიდი ნგრევა. ამ დროს დასავლეთ საქართველოში არის მონღოლების ლაშქრობა, მაგრამ ჩვენ აქამდე წერილობითი წყაროებით ქუთაისის რეგიონზე გვაქვს ინფორმაცია, არ ვიცით იყო თუ არა ის ასე ღრმად კოლხეთის ტერიტორიაზე. მაგამ ნივთები გვიჩვენებს, რომ მეცამეტე საუკუნეს აქ იყო ნგრევა, დაინგრა ეს ეკლესია და სატრაპეზო“, - ამბობს არქეოლოგი.
მონასტრის აღდგენის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 445.968 ლარს შეადგენს და ის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკათალიკოსო სასახლის სრული რეკონსტრიქცია და მოეწყობა მუზეუმი.