31 ოქტომბერს კინოთეატრ ,,თუთარჩელას" ბილიარდის დარბაზში განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ღია პირველობა ბილიარდში დასრულდა. ბილიარდის ტურნირი ორ სახეობაში „პული" და ,,თავისუფალი პირამიდა" ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და მასში 32 მობილარდე მონაწილეობდა, (მწვრთნელ-მასწავლებელი ლერი ბასილაია). ფინალურ შეხვედრაზე გამარჯვებულებს სიგელები და თასები გადასცეს.