ც ჰეპატიტის სკრინინგული კვლევები

31 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიებისათვის ც ჰეპატიტის სკრინინგული კვლევების შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის შემდეგ, გადამზადებულმა სოფლის
ექიმებმა ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების სპეციალისტებთან ერთად მოსახლეობის სკრინინგული კვლევა ც ჰეპატიტზე მარტივი ტესტირების მეთოდით ადგილზე ჩაატარეს. უახლოეს დღეებში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში“ დაიწყება მოსახლეობის ც ჰეპატიტზე გამოკვლევები.