ქ.ფოთში 29 ოქტომბერს საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით გაიმართა დასავლეთ საქართველოს რაგბის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის 2004-2005 წლებში დაბადებულმა ნორჩმა მორაგბეებმა (მწვრთნელ-მასწავლებლები: რ.გულუა და მ.კიტია), და ორ შეხვედრაში ხობი- ფოთი (18:3 ) და ხობი-ჩოხატაური
(17:12) დამაჯერებელ წარმატებას მიაღწიეს.