ხობის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხობის მონასტრის (საკათალიკოსო სასახლე) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 445.968 ლარია და ის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკათალიკოსო სასახლის სრული რეაბილიტაცია და მოეწყობა მუზეუმი.
მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სასახლესთან აღმოჩენილია მეორე სასახლე. პროექტი, რომლის ღირებულება 46 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ხორციელდება.