სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის სამსახურისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები, ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსთან - ანგულ მიქავასთან
ერთად, ბიის, საჯიჯაოს, ახალი ხიბულის, თორსა-დღვაბის და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და თხილის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიისა და დაავადებათა პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე სპეციალისტებმა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორებიცაა: თხილის ბაღების გაშენების სპეციფიკა და დამტვერვის პროცესების სწორად წარმართვა; თხილის მავნებელ-დაავადებათა ტიპები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; ნიადაგის ანალიზის საჭიროება და მისი ნაყოფიერების ამაღლების გზები; ფიტოსანიტარული ღონისძიებების დროულად გატარება; პესტიციდების შერჩევა და სხვა. ფერმერებს თხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ფენოკალენდარული სქემები დაურიგდათ.
ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად, ფერმერებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ციტრუსის, დაფნის, ხურმის,
სიმინდისა და ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზეც.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით მობილური საექსტენციო მომსახურება რეგულარულად ტარდება და მასში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულნი.