27 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი განკარგულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, რომელშიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების სადამფუძნებლო განკარგულებებში განხორციელდა ცვლილები და ძალადაკარგულად გამოცხადდა მათი წესდებები, ხოლო შესაბამისი ჩანაწერით ეს უფლებამოსილება მიენიჭა მუნიციპალიტეტის გამგებელს. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის შესრულების ანგარიში, რომლის მიხედვითაც 2016 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით ბიუჯეტის დაზუსტებულმა გეგმამ საშემოსავლო ნაწილში შეადგინა 12891.7 ათასი ლარი, ხოლო საგასავლო ნაწილში 13663.4 ათასი ლარი. 2016 წლის ბიუჯეტის 9 თვის შედეგებით შემოსულობების გეგმა შესრულებულია 78.8 %-ით. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.