წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში, წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით, 405 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოეხსნა და წყალი 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება. 
წყალსადენის ქსელის მოწყობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 521093 ლარი შეადგინა.
წყალსადენის ქსელის პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან შონიას მხარდაჭერით განხორციელდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში, წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
  •  405 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოეხსნა;
  • წყალი მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება;
  • პროექტის ღირებულებამ 521093 ლარი შეადგინა;
  • სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა;
  • პროექტი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს „არქიკულტურამ“ განახორციელა.