ბულგარეთში
გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მკლავჭიდელებმა და 10 ოქროს, 5 ვერცხლისა
და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
წარმატებულმა ხობელმა სპორტსმენმა, მსოფლიოსა
და ევროპის ჩემპიონმა, გენადი კვიკვინიამ
(110 +) მორიგი გამარჯვება იზეიმა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.