ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავამ დაათვალიერეს. საბავშვო-ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში - შეიცვლება იატაკი, კანალიზაციისა და წყლის სისტემა, ელექტროგაყვანილობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მოეწყობა პანდუსი, შეიღებება შიდა და გარე კედლები, გარემონტდება სამზარეულო და სველი წერტილები. ინფრასტრუქტურული პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 44708 ლარია. სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დ.ხ. კომპანი“ ახორციელებს.