„სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისია“, თორსა-დღვაბის, ქვემო ქვალონის და ქ. ხობის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ადგილზე გაეცნო მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათას ქულას და რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაშია) სახლების შესაკეთებლად ერთჯერადი თანხით დახმარებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის, 14 ბენეფიციარს გაეწია 26 000 ლარის დახმარება.