16 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, იურიდიული პირების თანამშრომლებმა დასუფთავების აქციაში „დავასუფთაოთ გარემო“ მიიღეს მონაწილეობა და ერთად დაასუთავეს ქალაქის ტერიტორიები. დასუფთავების აქციას მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
14-15-16 სეტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით. კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში 130-მდე ქვეყანა მონაწილეობს. 2016 წელს მსოფლიო კამპანიის დევიზია: „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა“.
საქართველო ამ აქციაში უკვე მეხუთედ ღებულობს მონაწილეობას. აქცია შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს პროექტი - „დავასუფთაოთ საქართველოს“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი (,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა”).
კამპანიის მიზანია ადამიანების გაერთიანება ერთი იდეის გარშემო - შეუქმნან საკუთარ შვილებსა და ოჯახს ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების პირობები.