27 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, მწვრთნელები, სპორტსმენები და სპორტის სფეროში დასაქმებული ადამიანები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, მგფ-ის წარმომადგენლებმა სპორტული კომპლექსის არქიტექტურაზე, დაფინასების წყაროებზე და მშენებლობის პროცესებთან დაკავშირებულ
საკითხებზე ისაუბრეს. ხობის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტში გათვალისწინებულია ჭიდაობის, კრივის, ბილიარდის, ჭადრაკის, მკლავჭიდის, კინოს და საკონფერენციო დარბაზების, საუნას, სამედიცინო ოთახების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. სპორტული კომპლექსის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და მისი ღირებულება 2 მილიონ 500 ათასი ლარია. ინფრასტრუქტურული პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ლევან შონიას მხარდაჭერით ხორციელდება.