გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა


8 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. შპს „შავი ზღვის ტერმინალს“ ყულევის საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე დაგეგმილი აქვს ახალი (N6) სარეზერვუარო პარკის მშენებლობა. ახალი სარეზერვუარო პარკი გათვალისწინებულია ქიმიური ტვირთების-პიროლიზური პროდუქტის, იზოპროპილის სპირტის და ინდუსტრიული ზეთის ოპერირებისათვის. 
საჯარო განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა.