‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი წარადგინა

‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი: ხობის, თეთრიწყაროს და ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რამაზ ტყებუჩავა დასახელდა.
რამაზ ტყებუჩავა - პროფესიით იურისტი.
იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარამენტის ადმინისტრაციის უფროსი. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს- სპიკერად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. ბატონი რამაზი კარგად იცნობს ხობის რაიონის პრობლებემს და აქვს კონკრეტული გეგმა სოფლის მეურნეობის, სოციალური პრობლემების მოგვარების და ტურუზმის განვითარების კუთხით.
რამაზი დარეგისტრირებული იყო დამოუკიდებელ კანდიდატად. მისი მხარდაჭერა რაიონში დადასტურებული იყო უამრავი მხარდამჭერთა ხელმოწერით. ჩვენ მასთან გვქონდა დიდი ხნის ურთიერთობა და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეერთიანებინა ძალები.


თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვაჟა ბექაური.
ვაჟა ბექაური - 2010 წლიდან-2013 წლამდე იყო თეთრიწყაროს საკრებულოს წევრი. (მანამდე მუშაობდა ქალაქ თეთრიწყაროს „სატყეოს“ უფროსად).
ზედმიწევნით კარგად იცის რაიონის პრობლემები, მოსახლეობასთან ხშირი და უშუალო კომუნიკაციით იდენტიფიცირებული აქვს, თუ რა სჭირდება რაიონის თითოეულ მცხოვრებს. ვაჟა ბექაური წლების განმავლობაში იყო შუამავალი მოსახლეობასა და ადგილობრივ მთავრობას შორის, ვაჟას დახმარებით არაერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემები გადაუჭრიათ.
რეგიონში ვაჟას უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელებულა არაერთი სამშენებლო პროექტი, ვაჟა ბექაური არის ის ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდება რეგიონს ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის.

ხოლო ახალციხე ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა გოგოლაძე იქნება.
შალვა გოგოლაძე არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ახალციხის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმის სპეცსაგნების პედაგოგად, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამხედრო კონტრაზვერვის ახალციხის გარნიზონის განყოფილებაში, უფროს ოპერატიულ თანამშრომლად. იყო თავდაცვის სამინისტროს 22 ბრიგადის იურისტი, ახალციხის გარნიზონის სამხედრო კომენდანტი. არის საქართველოს სამხედრო ძალების ვეტერანი (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის კონფლიქტში მონაწილე).
ამჟამად ბატონი შალვა არის ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ხელისუფლებამ, წარსულში არაერთხელ სცადა, ბრძოლის ბინძური მეთოდებით შალვა გოგოლაძის თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლება. თუმცა შალვა, როგორც ყველა ‘’თავისუფალი დემოკრატი’’ მებრძოლი ადამიანია და მისი დამარცხება ვერ შეძლეს...
(აქვს მრავალმხრივი განათლება. მას წარჩინებით აქვს დამთავრებული საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში მექანიზაციის ფაკულტეტი, გავლილი აქვს უშიშროების აკადემიის სპეციალური კურსი. დამთავრებული აქვს თსუ იურიდიული ფაკულტეტი.)