ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალ ხიბულაში და საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ზუბი 2010“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 23353 ლარია და სამუშაოზე ადგილობრივი მცხოვრებლებნი არიან დასაქმებული.