ხობელი მოსწავლეები ანაკლიის „მომავლის ბანაკში"


2 სექტემბერს, ანაკლიის „მომავლის ბანაკში", 18 ხობელი ახალგაზრდა გაემგზავრა, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.
„მომავლის ბანაკის" ბენეფიციარებს 14-18 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ საქართველოს ყველა რეგიონიდან. მონაწილეების შერჩევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის, სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.
პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
პროექტი ,,მომავლის ბანაკი“ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.