24 სექტემბერს, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებული შპს „ჯორჯიან პროდაქტ რენესანსის" გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში გუნდი „კოლხეთი” დაამარცხა; ხოლო მესამე ადგილი ხობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის გუნდმა დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულებ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ფინალურ მატჩს, რამაზ კიტიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.