ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ორი წისქვილის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 13816 ლარია, ი/მ „ბადრი ბუკია“ ახორციელებს.
ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა, სანიაღვრე არხების ამოწმენდის და შიდა სასოფლო გზების შეკეთების სამუშაოები.